საქართველო-რუსეთი

ხოშტარიამ და აქტივისტებმა საგარეოსთან და პარლამენტთან ნამგალი და ურო დახატეს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან აქტივისტებმა და ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ნამგალი და ურო დახატეს. ამით მათ გააპროტესტეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრას ეხებოდა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრისას "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ".

განცხადების სრულიად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები