არჩევნები 2020

აჭარის მთავრობის სხდომა საყვირებისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს

რადიო თავისუფლება/ კადრი ვიდეოდან

აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ საყვირებისა და შეძახილების ფონზე დაიწყო. ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქციები აჭარაში უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

ბათუმის მთავრობის სახლთან შეკრებილები ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაცმთავრობის სახლის მიმდებარედ გაშლილია კარავი.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები