ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2020

POG: ვასაჯაროებთ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილს

პარასკევი, 4 დეკემბერი, 2020 - 11:53
პროკურატურა
tbl.ge/5af9
დაკოპირდა
POG
POG
POG
POG

პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა. უწყება მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ". – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში

პროკურატურის ინფორმაციით, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

"ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: "ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: "რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა", ასევე – "არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება", რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოპოვებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მტკიცებულება.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღეძრათ საქმე ამ მიმართულებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, მთავრობის მხრიდან, წარმოუდგენელი უტიფრობაა, ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება. მისივე თქმით, მთავრობა ბედავს და უამრავ ადამიანზე ზეწოლისა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ, კვლავ ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს.

არჩევნები 2020ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიაპროკურატურაშსსპოლიციამტკიცებულებებითედო გობეჯიშვილი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 - 13:46დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი, 2021 - 15:05ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
  • პარასკევი, 12 მარტი, 2021 - 16:29სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:51მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:29მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ნალექმა თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესები გაააქტიურა - სააგენტოს პირველადი შეფასება
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 21:55

ნალექმა თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესები გაააქტიურა - სააგენტოს პირველადი შეფასება

CENTCOM: ჰორმუზის სრუტე ღიაა, ირანი მას არ აკონტროლებს
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 20:42

CENTCOM: ჰორმუზის სრუტე ღიაა, ირანი მას არ აკონტროლებს

ბუდანოვი გრემზე: დღეს უკრაინამ ჭეშმარიტი მეგობარი, ხოლო ამერიკამ საამაყო ვაჟი დაკარგა
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 20:03

ბუდანოვი გრემზე: დღეს უკრაინამ ჭეშმარიტი მეგობარი, ხოლო ამერიკამ საამაყო ვაჟი დაკარგა

ტრამპი: ირანი გუშინ შეთანხმებას დათანხმდა, შემდეგ ერთ საათში გემს დრონი ესროლა
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 19:14

ტრამპი: ირანი გუშინ შეთანხმებას დათანხმდა, შემდეგ ერთ საათში გემს დრონი ესროლა

ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება. დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია - სოხაძე
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 18:56

ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება. დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია - სოხაძე

ყველაზე კითხვადი

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
1'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
4სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
5"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕