კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

NIAID/National Institutes of Health via AP

ბრიტანეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ინგლისში სამოცმა სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტომ აღწერა Covid ინფექციების შემთხვევები, რომლებიც ამ ახალი ვარიანტითაა გამოწვეული. მან თქვა, რომ ამის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია და Porton Down-მა უკვე დაიწყო დეტალური კვლევები ვირუსის უკეთ შესასწავლად.  

ჰენკოკმა ასევე განაცხადა, რომ არაფერია, რაც გვაფიქრებინებდა, რომ ახალი შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ან, რომ ახალი ვაქცინები დაგვჭირდება, თუმცა თავდაპირველი ანალიზი აჩვენებს, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია. ამ დროისთვის ამოცნობილია ახალი ვარიანტით დაავადების 1000 შემთხვევა, მეტწილად სამხრეთ ინგლისში. 

კომენტარები