არჩევნები 2020

ენმ-ს, ევროპელების, სტრატეგია აღმაშენებლის, ლეიბორისტებისა და ლელოს სიები გაუქმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, რომელიც ცესკოს საიტზე დღეს გამოქვეყნდა, პარტიული სიები გაუუქმდათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას, ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელს, ლეიბორისტულ პარტიასა და ლელოს. ანუ, ყველა იმ პარტიას, რომელმაც 11 დეკემბერს ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. 

ახლა ამ პარტიის ის დეპუტატები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები მიენიჭათ, ინდივიდუალურად მიმართავენ პარლამენტს მანდატის მოსახსნელად. 

ცესკოსთვის არ მიუმართავს ორ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა – გირჩსა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

კომენტარები