კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 824 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი. დადასტურდა ინფიცირების 824 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 227 ადამიანი. 21 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 22 628 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამოსავლენად 4 811 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 2 331 PCR ტესტით.

21 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 209 462 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 140 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები