ტაქსი

თბი­ლის­ში ტაქ­სი ყვე­ლა ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლაქ­ზე იაფი ღირს. ტა­რი­ფი თით­ქ­მის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­სა­ღე­ბი­ა. ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი მხო­ლოდ ტაქ­სე­ბის იმ კომ­პა­ნი­ებს აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თა გა­მო­ძა­ხე­ბა შე­იძ­ლე­ბა, და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვებ­ში შე­ვაჭ­რე­ბა სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი­ა.

თბი­ლი­სის ტაქ­სე­ბის 80% კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ა. იმ ტაქ­სის­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბენ და არც ერთ კომ­პა­ნი­ას არ ეკუთ­ვ­ნი­ან, პი­რო­ბი­თი ტა­რი­ფე­ბი მოქ­მე­დებს:

5-6 კი­ლო­მეტ­რამ­დე - 3 ლა­რი
10 კი­ლო­მეტ­რამ­დე - 4 ლა­რი
15-20 კი­ლო­მეტრ მან­ძილ­ზე - 7 - 8 ლა­რი
აერო­პორ­ტი - 20 ლა­რი

ტაქ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დგა­ნან და კლი­ენტს ქა­ლაქ­ში არ ეძე­ბენ, შე­და­რე­ბით ძვი­რად მო­გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მათ­სა და მათ მოძ­რავ კო­ლე­გებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სტა­ტი­კუ­რი ტაქ­სე­ბის ტა­რი­ფე­ბი ყო­ველ­თ­ვის 2-3 ლა­რით მე­ტი­ა.
დღე­ი­სათ­ვის ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. სამ­ლა­რი­ა­ნი ტაქ­სი­. ასე­თი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია არ­სე­ბობს და მო­სახ­ლე­ო­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­თი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს. სამ­ლა­რი­ა­ნი ტაქ­სი სამ ლა­რად წა­გიყ­ვანთ მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლურ ნა­წილ­ში მი­დი­ხართ. შე­და­რე­ბით დიდ მან­ძი­ლებ­ზეც მა­თი ტა­რი­ფე­ბი ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი­ა:

თუ მგზავ­რო­ბის საწყი­სი წერ­ტი­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­ში­ა, სამ­ლა­რი­ა­ნი ტაქ­სი ასეთ ფა­სებს გთა­ვა­ზობთ:

ვა­კე, ვე­რა, მთაწ­მინ­და, სო­ლო­ლა­კი, სა­ბურ­თა­ლო - 3 ლა­რი
ნა­ძა­ლა­დე­ვი, ნუ­ცუ­ბი­ძე, ისა­ნი, ავ­ლა­ბა­რი, სან­ზო­ნა - 4 ლა­რი
ორ­თა­ჭა­ლა, ვარ­კე­თი­ლი, გლდა­ნი, თემ­ქა, ვა­ზი­სუ­ბა­ნი, დი­ღო­მი - 5 ლა­რი
აერო­პორ­ტი - დღი­სით - 15, ღა­მით - 20 ლა­რი
და­ლო­დე­ბა - სა­ა­თი 5 ლა­რი
ქა­ლა­ქი­-ა­ე­რო­პორ­ტი-­ქა­ლა­ქი - 25-30 ლა­რი
ტე­ლე­ფო­ნი: 91 14 14, 47 14 14
თუ და­იმ­ლერ ბენ­ცის პრო­დუქ­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლი ბრძან­დე­ბით, მა­შინ კომ­პა­ნია ომე­გას ვი­-ა­ი-­პი ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბით უნ­და ისარ­გებ­ლოთ. „ე” კლა­სის მერ­სე­დე­სის ტაქ­სი მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ რო­გორც მოკ­ლე მან­ძილ­ზე გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, ისე სა­ა­თობ­რი­ვად. თუ სტუ­მა­რი უცხო­ე­თი­დან ჩა­მოგ­დით და და­სახ­ვედ­რად არ გცა­ლი­ათ, კომ­პა­ნია ომე­გას მძღო­ლე­ბი თქვენს სტუ­მარს, მი­სი სა­ხე­ლო­ბი­თი ტრა­ფა­რე­ტით, აერო­პორ­ტ­ში დახ­ვ­დე­ბი­ან და სა­სურ­ველ ად­გი­ლას მი­აბ­რ­ძა­ნე­ბენ.

კი­ლო­მეტ­რი - 50 თეთ­რი
ერ­თი სა­ა­თი - 12 ლა­რი
ქა­ლა­ქი­-ა­ე­რო­პორ­ტი - 20 ლა­რი
დახ­ვედ­რა - 25 ლა­რი
ტე­ლე­ფო­ნი: 37 78 77 897 77 78 77

მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა და ტა­რი­ფე­ბი აქვთ ჯი­ა­ი­ჯი ტაქ­სის, კომ­პა­ნია 09-ს და ბევრ მსგავს ტაქ­სი სერ­ვისს, რო­მელ­თა პოვ­ნა ყვი­თელ ფურ­ც­ლებ­ში ამ მი­სა­მარ­თ­ზე შე­გიძ­ლი­ათ: http://yell.ge/
თუ არ გინ­დათ, რომ პატ­რულ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თ­ვის გა­მო და­გა­ჯა­რი­მოთ, სა­ჭი­რო აღა­რაა მან­ქა­ნის რეს­ტორ­ნის ეზო­ში და­ტო­ვე­ბა ან არამ­ს­მე­ლი მძღო­ლის ძებ­ნა: ალი­ან­სი - ავ­ტო ასის­ტან­სი - გთა­ვა­ზობთ ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას! თბი­ლი­სის მას­შ­ტა­ბით მძღო­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვ­ლა 25 ლა­რი ღირს. თუ მძღოლს მცხე­თა­ში გა­მო­ი­ძა­ხებთ, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა 35 ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ. ალი­ან­სი ავ­ტო ასის­ტან­სი - ტელ: 8 (77) 98 77 66, 98 77 66.

 

 

კომენტარები