მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ბაქოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. პრეზიდენტი ბაქოში რეგიონალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაავრცელა. 
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. 
საქართველოს პრეზიდენტის წინა ვიზიტი ბრიუსელში გაიმართა, სადაც მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის ლიდერებთან. მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ევროპის სახალხო ყრილობის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები