მთავარი პროკურორი

თეა წულუკიანმა პრეზიდენტს არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნა სთხოვა.

0 კომენტარი

იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გათავისუფლებისა და მის ადგილზე არჩილ კბილაშვილის დანიშვნის თხოვნით მიმართა.  

წულუკიანის პრეს-ცენტრში განაცხადეს, რომ მინისტრს თავად სურდა ზოდელავასთან საუბარი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან მთავარი პროკურორი  რამდენიმე დღეა რაც საქართველოში არ  არის. მათივე ინფორმაციით, წულუკიანი ზოდელავას მოადგილეებს შეხვდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი პროფესიით იურისტია  და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ წარადგინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები