ჭიდაობის ფედერაცია

სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, "გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ".
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ", - ნათქვამია განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 იანვარს, საღამოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს თემურ ყაზარაშვილს სცემა

კომენტარები