სამხედრო სამსახური

თავდაცვის სამინისტრო: კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 20%-ით გაიზრდება

კონტრაქტორ სამხედრო მოსამსახურეებს ხელშეკრულება 4 წლის ვადით გაუფორმდებათ და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიურად 700 ლარი იქნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაზღვევას, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც სთავაზობს. სამინისტროში, ასევე, ძალიან კარგი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტიპის სწავლება გაიარონ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მომავალში სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს კიდევ უფრო მეტ სოციალურ გარანტიების სთავაზობს“, - აღნიშნა ქაროსანიძემ.

 

კომენტარები