მაესტრო

ივანიშვილი: მაესტროს ჟურნალისტები მგონი დაგოიმდნენ

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლბი ჟურნალისტებთან ექსპო ჯორჯიაში შეხვედრისას გააკრიტიკა იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მათ აქვთ მოქმედი ხელისუფლებისადმი.

"მე მგონი, მაესტროს ჟურნალისტები, მთელი შემადგენლობა, ცოტა დაიბნა, უკაცრავად და, დაგოიმდნენ. გონიათ, რომ კარგია თუ ცუდია, აუცილებლად უნდა ვაგინოთ ხელისუფლებას, კარგია თუ ცუდია, აუცილებლად უნდა ლანძღო. მგონი, ცოტა დაიბნენ და გადააჭარბეს თავის უფლებებს. ეს მათ არ ზღუდავთ, პირიქით, მე მათ ვუმატებ აგრესიას, მობრძანდნენ და გვაკრიტიკონ. როცა მე ასე ვიხსენიებ მაესტროს ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, ეს მათ უზრდის ემოციას - აბა, ვნახოთ ახლა სად შეეშლება, და ძალიანაც კარგი, ჩამისაფრდნენ და მიმანიშნონ, ოღონდაც არგუმენტირებულად და დასაბუთებულად. მე შვილებს ასე ვზრდი, კრიტიკოსი და ოპონენტი, შვილო, უფრო გიყვარდეს, მეტი ანგარიში გაუწიე, ვიდრე ახლობელს, რომელიც სადღეგრძელოებს ამბობს შენზე, რადგან სწორი გზა შეიძლება ზუსტად იქიდან ნახო", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები