რუსული ოკუპაცია

ნორლანდი: გახშირებული დაკავებები გვახსენებს ოკუპაციის დიდ ნეგატიურ გავლენას

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გახშირებული დაკავებები ძალიან ცუდი ტენდენციაა. ნორლანდმა საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

"ნამდვილად ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან რამდენიმე ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ საზღვარზე. იყო შემთხვევები, როცა შედარებით მალე გაათავისუფლეს ადამიანები, მაგრამ ეს არის ისეთი რამ, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარში უდგას და ამახვილებს ყურადღებას ასეთ ფაქტებზე და ხელს უწყობს ქვეყანას, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა", - თქვა ამერიკის ელჩმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლში გუშინ გატაცებული პირების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ბესიკ გელაშვილი და გიორგი ხარაზიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ თორჩანას ტერიტორიაზე ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ. 

კომენტარები