აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა რამდენიმე შტატიდან შესული სარჩელების განხილვაზე, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას მოითხოვდნენ. აღნიშნული სარჩელები სასამართლოში ინდიანას, იუტას, ოკლაჰომას, ვირჯინიისა და ვისკონსინის შტატებიდან შევიდა.
აშშ-ში იმ შტატების რაოდენობამ, რომლებშიც ერთსქესიან წყვილთა ქორწინება დაშვებულია, 30-ს მიაღწია. გარდა ამისა, ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურია კოლუმბიის ოლქშიც.
სასამართლოს ორშაბათს, 6 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ არ განეხილა ერთსქესიანთა შეუღლების მოწინააღმდეგეთა სარჩელები, კომენტარი არ გაუკეთებია.
სარჩელების განხილვა რამდენიმე თვით გადაიდო.