პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი: სავიზო რეგულაციების ხარვეზები კიდევ ერთხელ გასწორდება

0 კომენტარი
ფოტო: Irakli Garibashvili official/Facebook.com

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზების ნაწილი გამოსწორდა, ხოლო ნაწილის გამოსწორება და სავიზო რეჟიმის გამარტივება 2015 წლის იანვარში იგეგმება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უკვე მრავალი წელია უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თუმცა, იმ რეგულაციებისა და წესების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ჩვენ შემოვიღეთ, წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ჯგუფის მხრიდან, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ ვიზალიბერალიზაციის რეფორმაზე. მე ღიად დავაფიქსირე, რომ იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც უკვე გავასწორეთ. ვაპირებთ კიდევ უფრო გავამარტივოთ ბევრი პუნქტი, რომელიც არავითარ პრობლემას არ შეუქმნის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას. ჩვენ წარმატებით დავხურეთ გეგმის პირველი ფაზა და გადავედით მეორეზე, ასე რომ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები, რომ კომფორტი შევუქმნათ უცხოელ ტურისტებს, ინვესტორებს და ა. შ. პარლამენტში უკვე გავაგზავნეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, დამტკიცებული უნდა იყოს ან თვის ბოლომდე დამტკიცდება. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ იანვარში რამდენიმე მუხლის გამარტივებას, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ უცხოელ ტურისტებს, ინვესტორებს და არა მხოლოდ მათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შედეგადაც სავიზო რეგულაციები და ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეჟიმი გამკაცრდა. მოგვიანებთ კანონში, რეჟიმის შერბილების მიმართულებთ, გარკვეული ცვლილებები შევიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები