ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებული ახალგორიდან გაუჩინარებული დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. მოსახლეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარაუდობს, რომ 19 წლის ახალგაზრდა დიდი ხნის გარდაცვლილია და მისი ცხედარი აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გუშინ საღამოს მიიტანეს.

ამ დროისთვის, დავით ბაშარულის ცხედარი ცხინვალშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბაშარული 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მილიციაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ დავით ბაშარულს ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ.

კომენტარები