იური ვაზაგაშვილის საქმე

შოთაძე: "ფალიის სახელური", საიდანაც დნმ ავიღეთ, აფეთქებამდე ძვრება ხელყუმბარას

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გადაცემა "იმედის კვირის" ეთერში განმარტა, როგორ მოიპოვა გამოძიებამ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულის დნმ. ირაკლი შოთაძის თქმით, აბსურდულია ადვოკატის მტკიცება, რომ აფეთქებისას დნმ-ის კვალს სიმხურვალე გაანადგურებდა, რადგან ხელყუმბარის ის ნაწილი, საიდანაც ის ამოიღეს, აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოწყობილობას ძვრება.

"ეს ნაწილი, F1-ის, ხელყუმბარის, არის ე.წ ფალიის სახელური, საიდანაც ამოვიდა პიროვნების დნმ-ის კვალი. შემიძლია გითხრათ, რომ F1-ის სტილის და საერთოდ ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში, ეს ფალიის სახელური ძვრება წნევის ზემოქმედების შედეგად და ვარდება განზე, რის შედეგადაც, 3-დან 6 წამამდე ხდება ხელყუმბარის აფეთქება. შესაბამისად, იმაზე მსჯელობა, რომ ამ ფალიის სახელურზე როგორ ამოვიდა დნმ და რატომ ამოვიდა, ცალსახა არის, რომ აფეთქების დროს ეს ფალიის სახელური გადავარდა მოშორებით და სხვათაშორის ეპიცენტრიდან მოშორებით ამოვიღეთ, რაც არის ლოგიკური და ობიექტური რეალობა.

ამ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ დნმ ამოვიდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად ესწრებოდნენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრი, ესწრებოდნენ იური ვაზაგაშვილის ადვოკატები, მათ მიერ მოწვეული ექსპერტი.

ეს ნაწილები ამოღებულ იქნა კრიმინალისტების მონაწილეობით, დაილუქა და გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში. შესაბამისად, რაღაც აბსურდული მტკიცებები, როგორ ამოვიდა ეს დნმ და ამის შესაბამისი მეცნიერული დასაბუთებაც არსებობს. მე დღეს ავხსენი, რომ ამ ხელყუმბარის ხმარების დროს, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, ზოგი ამ ფალიის სახელურს აბავს რეზინით, ზოგი აბავს ძაფით, ზოგი აბავს ე.წ იზოლენტით.

ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, რომ ფალიის სახელური იყო მიბმული იზოლენტით. ამ ფალიის სახელურზე იყო დარჩენილი იზოლენტისაგან წებოვანი გარსი და სწორედ ამ წებოვანმა გარსმა განაპირობა ის, რომ ამ ფალიის სახელურზე დნმ-ის კვალი დარჩა", - განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები