ვულკანის ამოფრქვევა

ჩილეში ვულკანმა კალბუკომ გაიღვიძა

Alex Vidal Brecas / EPA

ჩილეში ვულკან კალბუკოს ამოფრქვევა დაიწყო. ფერფლის სვეტი 20 კილომეტრის სიმაღლეზე აღიმართა, ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია და განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

ვულკანი კალბუკო დედაქალაქიდან 900 კილომეტრით სამხრეთით, პოპულარულ კურორტის პუერტო ვაროსის მახლობლად მდებარეობს.

ვულკანიდან 20 კილომეტრის რადიუსში 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული, დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ხელისუფლებას ცნობები ჯერჯერობით არ გააჩნია. ბოლოს ვულკანი კალბუკო 1972 წელს ამოიფრქვა. 

კომენტარები