მთავრობის დამტკიცება

ივანიშვილი: მთავრობის დამტკიცების პრობლემა არ იქნება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს.

"კითხვაც არ ისმის, რომ მთავრობა ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა, შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. თქვენც არ მოგისმენიათ. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების", - თქვა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს - "რატომ უნდა დავბრუნდე, ამის მიზეზი არ ჩანს", - თქვა ექსპრემიერმა.

კომენტარები