დაგვიანებული სასწრაფო და არასაკმარისი საწოლები — როგორ მართავს ვირუსს მთავრობასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. მთავრობა ამბობს, რომ სიტუაციას მართავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ინფიცირების მატებას ჯანდაცვის სექტორი სრულად ვერ აკონტროლებს.
ინფიცირებული პაციენტების ახლობლები ჰყვებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს კლინიკები არასაკმარისი ადგილების გამო არ იღებენ, ზოგის თქმით კი, სიცხიანი პაციენტი გამოძახებულ სასწრაფოს 3-4 დღე ელოდება.