კარგი ტექნოკრატი და ლეპსის სიმღერის ავტორი - ვინ არის რუსეთის ახალი პრემიერი15 იანვარს ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომით, ქვეყნის მდორე, დაჭაობებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათად საინტერესო მომენტი დადგა. რამდენიმე წუთიანი საყოველთაო გაურკვევლობისა და გაოცების შემდეგ, მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ვლადიმერ პუტინი ძალაუფლების კიდევ ერთი ტრანსფერისთვის ემზადება.