გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგსაქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია.
მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა. გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტებს ქმნიან მოსამართლეებიც.