არჩევნები 2016

ჩუგოშვილი: ენმ არჩევნებს აგებს და ამიტომ, დაპირისპირებების პროვოცირებას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, თავის ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობის და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. ჩვენ მივმართავთ თხოვნით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ სწორედ ისეთ ფაქტებზე, რომლებმაც შესაძლებელია, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ხელი შეუშალოს. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები, არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო თუ სხვა პირების მხრიდან არის პროვოცირება, არ აყვნენ ასეთი ტიპის შემთხვევებს ან პროვოკაციებს.

ქართული ოცნების ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები