შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ისე ღირსეულად წავედი, შეიძლება, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ

პოლიტიკიდან მე ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ. ვაჩვენე, რომ არ მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას, თავი გავწირე, გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება, გავყევი და წავედი პოლიტიკიდან. ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიციის შედეგი, რომ პოლიტიკაში მოვედი და მინდა, რაღაც თანამდებობა მივიღო. უბრალოდ, მე ასეთი ვარ. არ არის ეს ჩემი მოწოდება.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ის ამჯერად სამეგრელოშია.

კომენტარები