შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც

რაღაც დროს, დავრჩით ისე, რომ [მცხეთაში] აღარ გვყავდა კანდიდატი, და შევხედე [დიმიტრი ხუნდაძეს] - ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს პოლიტიკაზე არ მიფიქრიაო. აი, ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან სწრაფად და ძალიან ნიჭიერი კაცია, გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით, თუ გნებავთ, ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე ძნელი იყო, არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა უკვე, იმდენად მერიდებოდა, ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები