შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს

დღევანდელი ქართული ოცნება არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემ დროს იყო. რამდენიმე კაცზე და კვირიკაშვილზე გავაკეთებდი ძირითადად. ეს კაცი, გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, არ იბრძვის სავარძლისთვის, არ იბრძოდა არასდროს და ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი ღიად, თუმცა არაფერი სასირცხვილო აქ არაა, ერთადერთი ნაკლი რაც აქვს მას, რომ პატარა გადაცდომაზეც შეიძლება, უარი თქვას თავის სავარძელზე, რომ რაღაც მოხდეს ისეთი, ისეთი დამოკიდებულება აქვს, იმდენად მოწესრიგებული კაცია, იმდენად წესიერი კაცია, რომ რაღაც შესატყვისი რომ არ იყოს, მთავრობაში რაღაც მოხდეს... არსად გაგვექცეს, არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს. სხვა თვისებები ყველა უნიკალური აქვს. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. დღეს ის ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები