არჩევნები 2016

პრემიერი: მომავალ წელს, ვზრდით პედაგოგის ხელფასს, საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება

პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებაში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქედას მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები