შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ყველანაირად უნდა გავაღრმავოთ რუსეთთან ურთიერთობები

ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან არ უნდა დავალაგოთ და არ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ და გავაღრმავოთ რუსეთთან ურთიერთობები. ყველაზე დიდი ჩვენი მეზობელი... მთელი მსოფლიო იღწვის რუსული ბაზრისთვის, სანამ ომს მოგვიხერხებდნენ, მანამ ცივი ომი ჰქონდათ და დაკეტეს რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, თუ გახსოვთ. ეს მოახერხეს მათ და ქართველები ტვირთავდნენ და იმით გამოჰყავდათ, ვაგონებით, ეს გააკეთეს, ისეთი ისტერიული ფონი შექმნეს სახელმწიფოთა ურთიერთობებს შორის. და ეს ფონი შექმნეს ამათმა, ამ გაუაზრებელმა ხალხმა და მოხდა ისე, რომ მანამდე, სანამ ომს დაიწყებდნენ, დაკეტეს, რეალურად სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტეს... არა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე, არა იმაზე, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა აღვადგინოთ [ტერიტორიული მთლიანობა], არა ამის ხარჯზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები და პირველ რიგში, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები