შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: საოცრება ხდება საქართველოში, ამ ფონზე ევროპაც კი უარესად გამოიყურება

ევროპელებთანაც გაცილებით უკეთესი გვაქვს დამოკიდებულება და აღფრთოვანებულები არიან იმ რეფორმებით, რაც საქართველოში გატარდა, აი, აღფრთოვანებულები არიან. თუ გინდ სტაბილურობით, მახსოვს ევროკავშირის ელჩთან ბოლო შეხვედრა, მომილოცა პირდაპირ. საოცრება ხდება საქართველოში, ამ ფონზე ევროპაც კი უარესად გამოიყურება, როგორი სტაბილური ქვეყანა გახდა იმ ფონზე, რაც იყო, ის ისტერიკები, რაც ჩვენ გვქონდა, ჩვენ გავაღრმავეთ ურთიერთობა და ჭეშმარიტი ნდობა მივიღეთ ევროპელებისგან და ჩვენი ძირითადი პარტნიორისგან - ამერიკის შეერთებული შტატებისგან. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები