გრიგორი ლეპსი

ქადაგიძე: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლი ლეპსის კონცერტზე არ ვრცელდება?

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორებზე არ ვრცელდება სამართლებრივად?

საკუთარ facebook-ზე წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ქართული წარმოშობის მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი ივანიშვილის მიერ აგებულ ბლექ სი არენაზე 22 აგვისტოსაა დაგეგმილი, ის საქართველოში კომპანია "ბარაკონი პრომოუშენს" ჩამოყავს. ლეპსი პუტინის მხარდამჭერ განცხადებებს აქტიურად აკეთებს, მისი თქმით, "ყველაფერი რასაც პუტინი აკეთებს მართებულია". საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა დასჯადია. აღნიშნული მუხლით გუშინ თბილისში ტაილანდური მასაჟის თანამშრომლები დააკავეს.

კომენტარები