მოზარდთა შორის ძალადობა

წულუკიანი: ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პრინციპით - ბევრი ბავშვი ციხეში

როდესაც ბავშვებს შორის ძალადობა ხდება, როდესაც ძალადობის სავარაუდო ჩამდენიც ბავშვია და მსხვერპლიც, იქ, რა თქმა უნდა, ძალიან ფაქიზი სამუშაოებია ჩასატარებელი და ამიტომაც არის შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფი.

14 წლამდე ასაკის ბავშვებს რაც შეეხებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარჩნენ განათლების სამინისტროს ეგიდის ქვეშ, იმიტომ, რომ "ბევრი ბავშვი ციხეში" - ამ პრინციპით ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ და ეს არ იქნება ჩვენი მიმართულება. ჩვენი მიმართულება იქნება პრევენცია.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოზარდებს შორის გახშირებულ დაპირისპირებებსა და ძალადობის ფაქტებზე.

კომენტარები