პრემიერი: ოჯახში ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გაცემა გამარტივდება

[ქალთა მიმართ ძალადობაზე] ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით ერთერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა შემაშფოთებელია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები