ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი მედიას: ჯერ უნდა მოითაოთ რესპონდენტი, კითხვები დაუსვათ, პასუხი მოისმინოთ

დეკლარაცია სესიაშვილის წაკითხული არ ჰქონდათ, სესიაშვილი, რომელიც ჩართეს, სტუდიაშიც არ მიიყვანეს, იქიდან ანიშნებდა, ეს გვერდი გადაშალე, იქ წერია ეს თანხაო, იმ ჟურნალისტს, ვინც ეს გააკეთა, თუ მიაქციეთ ყურადღება. ესე არ უნდა იყოს, ჯერ უნდა მოითაოთ რესპონდენტი, მას კითხვები უნდა დაუსვათ, მისგან პასუხები უნდა მოისმინოთ და თუ კითხვები რჩება... აი, ფარცხალაძის შემთხვევაა კარგი მაგალითი, როდესაც კითხვები რჩება მისი ადვოკატის გამოსვლის შემდგომაც და მათ რიცხვში მეც მაქვს კითხვები. არ იყო სარწმუნო ის რაც წავიკითხე, რომ ეს ფული აქედან გააკეთა, არ არის ეს ჩემთვისაც სარწმუნო

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაღალჩინოსნების ქონების და სავარაუდო კორუფციის შესახებ საუბრობს და მედიის მუშაობას აფასებს.

კომენტარები