არჩევნები 2018

ივანიშვილი: რა წვალებად დაუჯდათ, როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს

ნახეთ, როგორი კანდიდატი გვყავს. შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რაღაც კლიპებს კიდევ ვამზადებთ, ყველაზე ცრემლები მომდის.

ეს ჩვენი ისტორიაა რომელიც მე მიყვარს, მის ენასა და აქცენტზე როგორ ბედავენ და აკეთებენ, პირიქით, მე ვიხსენებ ძველ ქართულს. ნახეთ აბა, სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში, დედაც კი, აბა ნახეთ. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და ვერ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ჩვენი იდენტობა, ეს ხალხი ვართ ჩვენც, აბა, რა წვალებად დაუჯდათ, როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს, ე.ი, დედა დაიბადა საფრანგეთში, ჯერ დედამ ისწავლა, მერე სალომემ ისწავლა და ნახეთ სალომეს შვილები

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ში.

კომენტარები