არჩევნები 2018

ივანიშვილი: მინდა გავიგიავდე საზოგადოებასთან და ვთქვა - მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნეს მათ

ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში.

მეც, აქ მინდა გავიგიავდე, საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება.

გრძნობადობა, რაც აჩვენა საზოგადოებამ, კიდევ მინდა გავიმეორო, ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის და ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

ეს მოკლე პერიოდი, რაც თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში გამოცდილება რაც ჩვენ დავაგროვეთ, არ არის ბევრი, წლებით თუ გადავთარგმნით. და ის რაც საზოგადოებამ აჩვენა, არის წინმსწრებად ძალიან კარგი შეგრძნება, ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის აბსოლუტრად მისასალმებელი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 58% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით - 55%.

კომენტარები