ქართული ოცნება

ვოლსკი: კოაბიტაციის იდეა შეიცვალა და იმ დათმობას დაერქვა, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონოდა

კოაბიტაცია დაერქვა ერთად ყოფნის აუცილებლობას. ჩვენმა პარტნიორებმა, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, ეს ევროპა იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებული შტატები, გვითხრეს, რომ კოაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება უნდა შეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს. დასჯილ დამნაშავეთა რაოდენობას თუ ავიღებთ და რაოდენობით ვიმსჯელებთ მხოლოდ, შესაძლოა ცოტაც არის, მაგრამ შესაძლოა პატარა საქართველოსთვის კრიტიკულიც არის ის მასა, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს ან გაქცეულია და ეძებენ.

​მაგრამ თითონ კოაბიტაციის იდეა შეიცვალა და უფრო იმ დათმობას დაერქვა, რომელსაც რეალურად ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კარგად, მათ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს და მიეცეს თავისი დამსახურების მიხედვით. 

თქვა ქართული ოცნების ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია იმედის ეთერში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის შეჯამებისას. 

კომენტარები