ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ქველმოქმედების ჩემეული ხედვა რუსთაველის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია"-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა.

ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები