პროპორციული საარჩევნო სისტემა

ივანიშვილი: ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.

ამბობს ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომლითაც ქართული ოცნების დეპუტატების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონის ჩაგდებას ეხმაურება. 

კომენტარები