ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ, ამის მოწოდებას მოვახმარ დარჩენილ წლებს

მთელი გუნდი მაწვებოდა, არ ილაპარაკო მაგი, არ თქვა, ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი... მე ვფიქრობ, არამარტო საქართველოში, მთელი დღევანდელი მსოფლიო ყველგან იგივე პრობლემად განიცდის, ამდენი დამაწყნარებელი, რაც ერთ წელიწადში იყიდება, ალბათ ასწლეულებში არ გაყიდულა უფრო ადრე, პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არ არის...

....თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები ამას მინდა მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ, კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც ძალიან მოდაშია. ეს გენდერული იმდენადნად მოდაშია, ეს სიტყვაც რომ თქვა.. ემანსიპაცია, რაც მოიტანა ამან, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს, მე მგონი, აღზრდაში... აღარ განვვითარდები ამ მიმართულებით, ეს ჩემი საყვარელი თემაა

ბიძინა ივანიშვილი TV იმედის ეთერში.

კომენტარები