როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული მხარდაჭერის გზავნილებს არ იშურებდა საქართველოს მიმართ, ახლა ვხედავთ კრიტიკულ და ერთმანეთზე უფრო მწვავე წერილებს, რაც არ შეიძლება იყოს პასუხგაცემული ისეთი ყმაწვილური და არასერიოზული კომენტარებით, რასაც აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არ იციან რას ამბობენ. არ შეიძლება ასეთი არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური განმარტებების გაკეთება. ორი თემა რომელიც გახდა მკვეთრად უარყოფითი განწყობების მატარებელი საქართველოს მიმართ, ერთი ეს არის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში უკან დახევა და საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა, ორივე აღმოჩნდა წითელი ხაზი.
კონგრესმენების წერილები
ბესელია: არ შეიძლება კონგრესმენების წერილებზე ასეთი ყმაწვილური და არასერიოზული კომენტარები
tbl.ge/4e28
დაკოპირდა
ქართული ოცნების ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე ტვ პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- მორიგი კონგრესმენის წერილი - წუხილი დემოკრატიის შესუსტებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, კორუფციაზე
- თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტზე: კონგრესმენებს სჭირდებათ არგუმენტები, ველი საინტერესო დისკუსიას
- სამადაშვილი ოლსონის გამოსვლაზე: ივანიშვილის ყელის გარშემო მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება
- თალაკვაძე: ჩავალთ ვაშინგტონში და კონგრესმენებს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდენთ
- კალაძე კონგრესმენებზე: ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას, ასე არ უნდა საუბრობდნენ