კორონავირუსი

სააკაშვილი: ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს, სანამ საფრთხეა

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით - გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება იქცევა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ, ეს არ იქნებოდა არაფერი, რომ არ ეხებოდეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ. დაუყოვნებლივ, დღესვე, ხვალ დილიდანვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების ჩამოფრენა საქართველოში, შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით.

ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ.

არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს მათ შორის საქართველოსთან მიმართებით

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 29 მარტამდე შეწყდა პირდაპირი რეისები ჩინეთთან.

კომენტარები