ვანო რომ ჩასვეს ციხეში, იმის მერე მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს, არცერთი აიფონი არ არსებობდა. აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს, არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო და მე მასთან პირადი კონტაქტი არა მაქვს, მე დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს. პირდაპირ თავით გადაშვება იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა, ალბათ, არ იქნებოდა სწორი.
tbl.ge/4fhj
დაკოპირდა

მთავარ არხთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებაზე. მერაბიშვილის პატიმრობა 20 თებერვალს უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




