საქართველოს [ვაშინგტონიდან] ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში.
საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის უგულებელყოფა. კეთილი ნება, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც ისეთი რამ, რაც გეკუთვნის. ცოტა ხნის წინ, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა ამ კეთილ ნებაზე ისაუბრეს და საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველოს მოეთხოვება, დემოკრატიული ქვეყანა იყოს