ვანო მერაბიშვილის საქმე

გოცირიძე: დამხობა ხატოვანი გამოთქმაა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი

ვანო მერაბიშვილი თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა შვიდწლიანი პოლიტპატიმრობიდან. მან ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ - ის რჩება პოლიტიკაში და თუ ვინმეს ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილი ამ უკანონო პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ძალიან ცდება.

ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო, რომ ის აპირებს მონაწილეობას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამოთქმა და, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე.

კომენტარები