​მეუფე ნიკოლოზი: ღვინო, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი

ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. ღვინოში რომ ჩააწო კოვზი, ისე როგორც სპირტში ჩააწო ეგრეა. როგორ ხდება დეზინფექცია? სპირტში ხდება და ღვინოც იგივეა... ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. აი ამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა, გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ეხმიანება საპატრიარქოს კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერია, საპატრიარქო არ აპირებს, ზიარების წესი შეცვალოს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები