კორონავირუსი

ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე, საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი

ამ ეტაპზე, კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტი თავს გრძნობს კარგად. ისინი ექვემდებარებიან მკურნალობას. ასზე მეტი პაციენტი მოთავსებულია საკარანტინო სივრცეებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სივრცეების მოძიებაზე. ამ ეტაპზე გორის სამხედრო ჰოსპიტალიც უზრუნველყოფს დამატებით ადგილს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, ამ ეტაპისთვის საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი არის დაბალი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე.

კომენტარები