კორონავირუსი

გახარია საგანგებო მდგომარეობაზე: თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ

გავიგე, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული პირობების გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ინდივიდუალური უფლებების სრულად შეზღუდვა.

თუ ჩვენი თანამშრომლობა კომპანიებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფოთან იქნება ეეფქტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი, ოღონდ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, მოქალქეების ჯანმრთელობას და საერთოდ ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა.

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ რეგიონში კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით.

ხომ გახსოვთ წლის დასაწყისში რამხელა პოზიტივი იყო ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ძაან კარგად მივდიოდით, ნუ, გლობალური გამოწვევაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, კორონავირუსის გამო, რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში.

კომენტარები