მამა გიორგი: ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსი

არ იკამათოთ, არ გამლანძღოთ, არც ქება მინდა, უბრალოდ, გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში. თუ მღვდელ შალვა კეკელიას (ამ შემთხვევაში საზოგადო სახელია, პიროვნულად არავის ვერჩი) შეუძლია თქვას, რომ ჯვარს დადებს და მღვდლობას წირავს თუ ვინმეს ზიარებით გადაედება ვირუსი, მაშინ მეც გავბედავ და ვიტყვი, რომ დიახ, ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია (და დავირუსების შემთხვევაში აუცილებლად გადაედება) გავრცელდეს ვირუსი. ამიტომ წადი ეკლესიაში, ოღონდ მას შემდეგ რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. მანამდე კი შენს მოძღვარსა და ტაძარს გაუგზავნე შესაწირი ან სხვისი ხელით ან ელექტრონული გადარიცხვით. ეს არაა სირცხვილი. დიახ, ტრაპეზიდან ვიკვებებით.

არავინ იცის რად ღირს და რა არის ის რასაც შენ ღმერთის რწმენას ეძახი. ამიტომ შენმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ძალიან ბევრი ტკივილი მოგვიტანოს, რასაც ვერ გამოისყიდის ერთი კაცის სიცოცხლე.

წერს მამა გიორგი წეროძე სოციალურ ქსელში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები