კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აპარატიდან მოვხსენით

62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა შემოყვანისთანავე ფასდებოდა როგორც კრიტიკული და მძიმე. მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ ეტაპზე, ის მოხსნილია აპარატიდან, გაუმჯობესებულია ყველა ვიტალური ფუნქცია და იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დღეს განმეორებით ავიღეთ ნაცხის ანალიზი და თუ მივიღეთ ორჯერადად დადებითი პასუხი, ამ დღეებში ის გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ტვ. პირველთან საუბრისას. 

კომენტარები