კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩვენი პროგნოზით, აპრილის ბოლოს ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000 - 1 200 იქნება

დღეს არის 196 ადამიანი ინფიცირებული. ველოდებით, რომ ამ კვირის ბოლოს ეს სულ მცირე გაორმაგდება, შემდეგ კიდევ გაორმაგდება. აპრილის ბოლოს ჩვენი პროგნოზია, რომ იქნება, დაახლოებით, 1 000 - 1 200-ის ფარგლებში ინფიცირებული. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულებიც მოიმატებს ამ პერიოდში ბევრად და შემდეგ, როგორც გითხარით, კიდევ და კიდევ ეს გარკვეულად... ჩვენ არ გვინდა მივიღოთ გეომეტრიული პროგრესია და ამიტომაც ვთხოვთ ამ რეკომენდაციების დაცვას.

არსებობს სამი სცენარი და ამ რიცხვებზე მე აღარ მოგახსენებთ, თუ ყველაზე რთული ვერსიის დროს, რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს ქვეყანაში და ეს სცენარები არ არის იმისთვის გამიზნული, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები